ახალი ამბები

სახალხო დამცველის აპარატს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენელმა წიგნები გადასცა

2018 წლის 7 მაისს საქართველოს სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის რეგიონული წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში (აზერბაიჯანი, საქართველო, სომხეთი) იოჰანეს ფან დერ კლაუ ეწვია და სახალხო დამცველის ბიბლიოთეკისთვის საერთაშორისო სამართლის შესახებ წიგნები გადასცა.

წიგნები ძირითადად ეხება ლტოლვილთა საერთაშორისო სამართლის და რელიგიური უფლებების დაცვის საკითხებს, ლტოლვილის სტატუსისა და წამებისა და არაადამიანური მოპყრობის წინააღმდეგ მიმართულ კონვენციებს. ასევე, სისხლის საერთაშორისო სამართლის საქმეებს, კომენტარებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას. გადმოცემულ წიგნებს შორის არის ლტოლვილთა საერთაშორისო სამართლის ცნობილი ამერიკელ-კანადელი მეცნიერის ჯ.ს.ჰეთევეის ნაშრომები ლტოლვილთა უფლებებსა და ლტოლვილის სტატუსის სამართალზე.

სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა ბიბლიოთეკას საერთაშორისო ორგანიზაციები ხშირად აწვდიან საერთაშორისო სამართლის მიმართულებით ახალ და მნიშვნელოვან გამოცემებს, სახელმძღვანელოებს.

დღეისათვის სახალხო დამცველის ბიბლიოთეკაში 7 ათასამდე წიგნია. მათი ძირითადი ნაწილი იურიდიული ხასიათის ლიტერატურაა, მათ შორის, კოდექსები, კომენტარები, თეოლოგიური ხასიათის ლიტერატურა. წიგნები ყველა მკითხველისთვის არის ხელმისაწვდომი.

იხილეთ გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისრის სამხრეთ კავკასიის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მიერ გადმოცემული წიგნების ნუსხა

7.05.18


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)