ახალი ამბები

სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული დეპარტამენტის აჭარის სამმართველომ პოლიციის განყოფილებებისა და წინასწარი დაკავების იზოლატორების მონიტორინგი დაიწყო

სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული დეპარტამენტის აჭარის სამმართველომ 2016 წლის ივნისს თვიდან დაიწყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული პოლიციის სამმართველოების, განყოფილებებისა და დროებითი მოთავსების იზოლატორების მონიტორინგი.

მონიტორინგის მიზანია დაკავებული პირების უფლებათა დარღვევის ფაქტების იდენტიფიცირება. მონიტორინგის ფარგლებში აპარატის თანამშრომლები ხვდებიან დაკავებულ პირებს, იღებენ ინფორმაციას მათი პრეტენზიის შესახებ, ავლენენ პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების შემთხვევებს და დაკავებული პირების შესახებ არსებულ დოკუმენტაციას.

დაგეგმილია შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარაში არსებული ყველა სამმართველოს, განყოფილებისა და დროებითი მოთავსების იზოლატორის მონიტორინგი.



სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)