ახალი ამბები

სახალხო დამცველის ანგარიშის პრეზენტაცია 2017 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ

2017 წლის 5 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა დიპლომატიურ კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს 2017 წლის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის შესახებ ანგარიში წარუდგინა. პრეზენტაცია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღის, 10 დეკემბრის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც ცივილიზებული სამყარო 1948 წლიდან აღნიშნავს.

4 წლის წინ, 2013 წლის 10 დეკემბერს საფუძველი ჩავუყარეთ ტრადიციას - ყოველი წლის დეკემბერში შეგვეჯამებინა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების კუთხით არსებული მდგომარეობა ქვეყანაში.დღეს ამ ანგარიშს მეოთხედ წარმოგიდგენთ და ვიმედოვნებ, რომ ამ ტრადიციას გააგრძელებს ახალი სახალხო დამცველი“, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა ღონისძიების გახსნაზე.

სახალხო დამცველისმიერ წარმოდგენილ ანგარიშში ასახულია მიმდინარე წელს ადამიანის უფლებათა სფეროში არსებული მნიშვნელოვანი მიღწევები და პრობლემები, რომელთა დაძლევის გარეშე შეუძლებელი იქნება ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის ძირითადი პრინციპების იმპლემენტაცია საქართველოში.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევა „ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ“ ევროპის საბჭოს 2011 წლის კონვენციის რატიფიცირებაა, რითაც სახელმწიფომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისა და გენდერული თანასწორობის მიმართულებით. გარდა ამისა, საქართველოს პარლამენტმა მიიღო „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონი; ასევე, დაამტკიცა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სტანდარტები.

მიმდინარე წელს რელიგიური შეუწყნარებლობისნიადაგზე ძალადობისშემთხვევები შემცირდა, თუმცაგასული წლების საქმეები უმეტესწილადკვლავ გამოუძიებელია; განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ეროვნული უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით ბილინგვური მოდელი დანერგა; ხელისუფლების მხრიდან ადგილი არ ჰქონია მშვიდობიანი შეკრებების დარბევას ან არაპროპორციული ძალის გამოყენებას დემონსტრანტების წინააღმდეგ.

აქვეუნდა აღინიშნოს, რომადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობა მთელი რიგი მიმართულებებით არ გაუმჯობესებულა. თავისი კონსტიტუციური მანდატის განხორციელებისას, სახალხო დამცველი არაერთხელ გახდა მაღალი თანამდებობის პირთა თავდასხმის ობიექტი, რაც ინსტიტუტის მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობაში გადაიზარდა; სახალხო დამცველის რწმუნებულებს თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში 3 საათზე მეტი ხნის განმავლობაში არ მიაწოდეს ინფორმაცია თბილისის საკრებულოსთან დაკავებული აქციის მონაწილეების ადგილსამყოფელის შესახებ; სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ არ გაითვალისწინა ფუნდამენტური მნიშვნელობის– შრომითი უფლებების დაცვისთვის ქმედითი სახელმწიფო ზედამხედველობისდა არცსამართალდამცავთა მიერ წამების და არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის საკითხი.გაზრდილია დაკავებისას ან/და დაკავების შემდეგ პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან შესაძლო არასათანადო მოპყრობის შემთხვევათა შესახებ საჩივრების რაოდენობა.

კვლავ არ შექმნილაუსაფრთხოების სისტემების სამოქალაქო მონიტორინგის მექანიზმი. კვლავ გამოწვევად დარჩა სასამართლოს გადაწყვეტილებების დასაბუთებულობა, როგორც სამართლიანი სასამართლოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი. ხარვეზები ნათლად წარმოაჩინა დეკანოზ გიორგი მამალაძის ბრალდების საქმემ, რომლის გამოძიების და სასამართლო განხილვის ეტაპები მაღალი საჯარო ინტერესის მიუხედავად, საზოგადოებრივი კონტროლის გარეშე წარიმართა.

გამოძიების დაწყებიდან 6 თვის შემდეგ არ გაქარწყლებულაეჭვი, რომ საქართველოსსახელმწიფომ თვალიდახუჭა ან გულგრილად მოეკიდააფგანმუხთარლის გაუჩინარებას. ხელისუფლებამ ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა საექსტრადაციო პატიმრობაში მყოფ თურქ მასწავლებელს მუსტაფა ემრე ჩაბუქს, რომელიც სახალხო დამცველის შეფასებით, თურქეთის რესპუბლიკისთვის გადაცემის შემთხვევაში, შეიძლება არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი გახდეს.

2017 წელსადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ქვეყანაში არსებულ მდგომარეობის შესახებ ანგარიში 31 თავისგან შედგება და სახალხო დამცველის წლიური საპარლამენტო ანგარიშის მსგავსად ქვეყანაში არსებულ თითქმის ყველა პრობლემურ სფეროს შეეხება. დოკუმენტში განხილულია ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობა საქართველოს პენიტენციურ სისტემაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებულ ორგანოებში, თავდაცვის სფეროში; საუბარია არასათანადო მოპყრობასა და დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის აუცილებლობაზე, პიროვნების თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლებაზე, სამართლიანი სასამართლოს უფლებაზე, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებაზე.

ანგარიშში იხილავთ ინფორმაციასრელიგიის თავისუფლების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე და ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით ჩატარებულ ღონისძიებებზე. გაანალიზებულია გამოხატვის, შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლების დაცვის საკითხები, ასევე თანასწორობის უფლება და მისი დაცვის ხარვეზები. მიმოხილულია საკუთრების, კულტურული მემკვიდრეობის, შრომის, ჯანსაღ გარემოში ცხოვრების და ჯანდაცვის უფლებების დაცვის თვალსაზრისით არსებული ვითარება. ცალ–ცალკე თავები ეთმობა მოწყვლადი ჯგუფების (ბავშვთა, ქალთა, ლგბტიქ პირთა, შშმ პირთა, ხანდაზმულთა) უფლებრივ მდგომარეობას.

მოკლედარის საუბარისათანადო საცხოვრებლისა და სოციალური უზრუნველყოფის კუთხით არსებულ უფლებრივ მდგომარეობაზე. განხილულია დევნილთა, კონფლიქტებით დაზარალებულ პირთა, ეკომიგრანტთა, რეპატრიანტთა, უცხოელთა, თავშესაფრის მაძიებელთა, ლტოლვილთა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობა. ასევე, წარმოდგენილია 2017 წელს ჩატარებული ადგილობრივი არჩევნების მსვლელობის მონიტორინგი.


5.12.17

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)