სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიისა და ადვოკატთა ასოციაციის ერთობლივი ტრენინგი თემაზე: საპროცესო შეთანხმების მნიშვნელოვანი ასპექტები საერთაშორისო და ეროვნული სამართლისა და პრაქტიკის საფუძველზე
2017 წლის 25-26 თებერვალს ჩატარდა ტრენინგი თემაზე „საპროცესო შეთანხმების მნიშვნელოვანი ასპექტები საერთაშორისო და ეროვნული სამართლისა და პრაქტიკის საფუძველზე“. ტრეინინგს ადვოკატთა ასოციაციის ოცი ტრენერი (ადვოკატი) ესწრებოდა.
სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენელმა ლევან მესხორაძემ და ადვოკატმა გირშელ ძებნიაურმა ტრენინგის მსვლელობისას საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული საერთაშორისო და ეროვნული რეგულაციები განიხილეს, რომელთა გამოყენება ხელს შეუწყობს ბრალდებულთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას სისხლის სამართალწარმოების პროცესში. აღინიშნა, რომ ბოლო წლებში საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტმა მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა მართლმსაჯულების სფეროში და 2004 წლიდან მოყოლებული, სისხლის სამართლის საქმეების უდიდესი ნაწილი სწორედ საპროცესო შეთანხმებით სრულდება.
აღნიშნული პროგრამა ადვოკატთა განგრძობადი იურიდიული განათლების ნაწილია, რომლის ფარგლებშიც გადამზადებული ტრენერები საპროცესო შეთანხმების თემაზე, მიმდინარე წელს თავის მხრივ 10 ტრეინინგს ჩაატარებენ.
ღონისძიება დაფინანსდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (EWMI/PROLoG) პროგრამის ფარგლებში და განხორციელდა სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ერთობლივი თანამშრომლობით.