სახალხო დამცველი სომეხთა სამოციქულო ეკლესიის მრევლს სურბ სარგისის დღესასწაულს ულოცავს
საქართველოს სახალხო დამცველი სომეხთა წმინდა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს სურბ სარგისის ხსენების დღეს ულოცავს, რომელიც წელს 11 თებერვალს აღინიშნება.
სომეხი ხალხისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი წმინდანის ხსოვნის დღესასწაული მდიდარი ხალხური წეს-ჩვეულებებითა და რიტუალებით არისგამორჩეული.
ამ საეკლესიო და ასევე სახალხო-საოჯახო დღესასწაულზე, სახალხო დამცველი სომეხ თანამოქალაქეებს სიკეთეს, მხნეობასა და მშვიდობას უსურვებს.