სახალხო დამცველი საქართველოს მოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს ულოცავს
საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც ნოვრუზს – ახალ დღეს აღნიშნავს, ვულოცავ ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს და ულევ სიხარულს, ბედნიერებას, წინსვლას და წარმატებას ვუსურვებ.
გავრცელებული წარმოდგენების მიუხედავად, ნოვრუზი არა ისლამური, არამედ, აღმოსავლური ერების დიდი ნაწილის ტრადიციული, ეთნიკური ხასიათის დღესასწაულია და იგი სამ დღეს გრძელდება.
ნოვრუზი საერთაშორისო დღედ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2010 წელს აღიარა და იმავე წლიდან საქართველოში საერთო სახალხო დღესასწაულად გამოცხადდა.