სახალხო დამცველი პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
2017 წლის 20 იანვარს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარესთან ირაკლი კობახიძესთან პირველი ოფიციალური შეხვდრა გამართა.
სახალხო დამცველმა შეხვედრაზე განიხილა ქვეყანაში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მდგომარეობა; გააცნო სახალხო დამცველის აპარატის მიმდინარე საქმიანობა, ადამიანის უფლებათა მდგომარეობა ქვეყანაში და ამ მიმართულებით შემუშავებული მთავარი რეკომენდაციები. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო „სახალხო დამცველის შესახებ“ და „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონის დახვეწას და საკონსტიტუციო კომისიის მუშაობას.
პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ სახალხო დამცველთან უჩა ნანუაშვილთან და ომბუდსმენის აპარატთან თანამშრომლობის სრული მზაობა გამოთქვა და სამომავლო პერსპექტივებიც განიხილა.