სახალხო დამცველი ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (NIMD) აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
2018 წლის 28 მაისს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (NIMD) აღმასრულებელ დირექტორს სიმონე ფილიპინის შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოს სახალხო დამცველის მანდატზე, აპარატის საქმიანობაზე, ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობაზე, არსებულ გამოწვევებსა და მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრეს.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით ქვეყნის განვითარებისთვის ერთობლივი თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს.