ახალი ამბები

სახალხო დამცველი ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

2016 წლის 23 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი და სახალხო დამცველის პირველი მოადგილე ნათია კაციტაძე ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

პლატფორმის წარმომადგენლებმა სახალხო დამცველს გააცნეს მათ მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა კონცეფცია, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფოს რეპრესიული ნარკოპოლიტიკის უფრო მეტად ლიბერალური და დაბალანსებული პოლიტიკით ჩანაცვლებას.

სახალხო დამცველი და პლატფორმის მონაწილე ორგანიზაციათა წარმომადგენლები შეთანხმდნენ მომავალი თანამშრომლობის გაგრძელებისა და ერთობლივი აქტივობების განხორციელების თაობაზე.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა სახალხო დამცველს მადლობა გადაუხადეს პლატფორმასთან აქტიური თანამშრომლობის და ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მიმართულებით აქტიური მოღვაწეობის გამო.

23.12.16


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)