სახალხო დამცველი იუსტიციის მინისტრს შეხვდა
2018 წლის 9 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ იუსტიციის მინისტრთან თეა წულუკიანთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე სამართლებრივი რეფორმის პროცესში თანამშრომლობის გზები განიხილეს. ისაუბრეს იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ ინფორმაციის თავისუფლების აქტის პროექტზე.
ინფორმაციის თავისუფლების აქტი პარლამენტს მას შემდეგ გადაეგზავნება, რაც საკანონმდებლო ორგანო კონსტიტუციაში განსახორციელებელ ცვლილებებს მესამე მოსმენით მიიღებს.