ახალი ამბები

სახალხო დამცველი ინტერპარტიულ ჯგუფს შეხვდა

2015 წლის 30 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცელი უჩა ნანუაშვილი და სახალხო დამცველის მოადგილე ნათია კაციტაძე ინტერპარტიული ჯგუფის წევრებს შეხვდნენ, რომლებმაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე, სახალხო დამცველს მარტვილსა და საგარეჯოში მიმდინარე შუალედური არჩვენებისა და ზოგადად, საარჩევნო სისტემის რეფორმირების შესახებ თავისი მოსაზრებები და ხედვები გააცნეს.

„სახალხო დამცველის აპარატი იმუშავებს წარმოდგენილ საკითხზე და უახლოეს დღეებში მიიღებს გადაწყვეტილებას გაასაჩივროს თუ არა შუალედური არჩევნების დანიშვნა“, – განაცხადა შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე საქართველოს სახალხო დამცველმა.

საკონსტიტუციო სასამართლომ 28 მაისის გადაწყვეტილებით, დააკმაყოფილა უჩა ნანუაშვილისა და მიხეილ შარაშიძის სარჩელი და არაკონსტიტუციურად სცნო ის მუხლი, რომლის მიხედვითაც ამომრჩეველთა რაოდენობის მიუხედავად, ყველა ოლქს პარლამენტში ერთი წარმომადგენელი ყავს. არასაპარლამენტო ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება შუალედურ არჩევნებსაც უნდა ეხებოდეს.

30.09.15
სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)