სახალხო დამცველი გერმანიის ბუნდესტაგის წარმომადგენლებს შეხვდა
2018 წლის 23 აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის დელეგაციაში მყოფ გერმანიის ბუნდესტაგის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე სახალხო დამცველმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ და კონფლიქტით დაზარალებული პირების უფლებრივ მდგომარეობაზე.
სახალხო დამცველმა შეხვედრაზე ასევე ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობაზე, არსებულ მიღწევებსა და ძირითად გამოწვევებზე.