ახალი ამბები

სახალხო დამცველი ევროსაბჭოს დელეგაციის წევრებს შეხვდა

2017 წლის 22 ნოემბერს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ევროსაბჭოსსაპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს კერსტინ ლუნდგრენს და ტიტუს კორლატინს, ევროსაბჭოს წარმომადგენელს ბას კლეინს და ევროსაბჭოს ოფისის ხელმძვანელს საქართველოში ქრისტიან ურსეს შეხვდა და საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობაზე ინფორმაცია მიაწოდა.

შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოში სასამართლო სისტემის გამოწვევებზე, სამართალდამცველთა მხრიდან შესაძლო გადაცდომების ფაქტებზე, მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა საკითხებზე, მედიათავისუფლების ხარისხზე, ასევე ომბუდსმენის არჩევის კრიტერიუმებზე და სხვა მნიშვნელოვან თემებზე.

სახალხო დამცველმა ასევე ყურადღება გაამახვილა ომბუდსმენის ინსტიტუტის მისამართით ბოლოდროინდელ საჯარო განცხადებებზე მთავრობის, საპარლამენტო უმრავლესობისადა სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან. უჩა ნანუაშვილის შეფასებით, აღნიშნული განცხადებები იყო პირდაპირი შეტევა და სახალხო დამცველის ინტიტუტის დისკრედიტაციის მცდელობა.

22.11.17
სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)