ახალი ამბები

სახალხო დამცველი ერევანში ქართული სათვისტომოს წევრებს შეხვდა

2018 წლის 17 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ერევანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ქართულ სათვისტომოს შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს ორმაგ მოქალაქეობასა და მასთან დაკავშირებული პროცედურების სირთულეებზე, ქართული ენისა და კულტურის შენარჩუნების საკითხებზე, საკვირაო სკოლების განვითარების აუცილებლობაზე. სახალხო დამცველი სათვისტომოს წარმომადგენლებს მისი მანდატის ფარგლებში დახმარებას დაპირდა.

ერევანში სახალხო დამცველი ასევე შეხვდა საქართველოს სრულუფლებიან და საგანგებო ელჩს სომხეთის რესპუბლიკაში გიორგი საგანელიძეს.


სახალხო დამცველის ოფიციალური ვიზიტი სომხეთში 17.07.18


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)