სახალხო დამცველი ებრაელ ხალხს იომ-ქიფურის დღესასწაულს ულოცავს
იომ-ქიფური -“მიტევების დღე”, “გამოსყიდვის დღე” - იუდაიზმში ყველაზე მნიშვნელოვანი და წმინდა დღესასწაულია. ამ დღესასწაულის უმთავრესი მიზანი განვლილი წლის გაანალიზება და დანაშაულის მონანიებაა. ყოველ შემოდგომაზე, როშ ჰაშანას გასვლიდან მეათე დღეს, ყველა ებრაელი ყოველგვარ საქმიანობას აჩერებს და მარხულობს. 25 საათიანი მარხვა მზის ჩასვლიდან იწყება და მომდევნო საღამოს სრულდება. 2016 წელს იომ ქიფური 11 ოქტომბერს დაიწყო და 12 ოქტომბრის საღამომდე გასტანს.
ღვთისმსახურება სინაგოგებში მზის ჩასვლამდე ნახევარი საათით ადრე იწყება. ღრმადმორწმუნე ებრაელები კი არჩევენ მთელი ღამის განმავლობაში დარჩნენ სინაგოგებში, იმისთვის რომ სინანული გამოხატონ ჩადენილი ცოდვების გამო და ღვთისგან მიტევება ითხოვონ.
საქართველოს სახალხო დამცველი ებრაელ ხალხს ამ დიდ დღესასწაულს ულოცავს და მხნეობასა და კეთილდღეობას უსურვებს.