სახალხო დამცველი ბრალდებულ ოთარ აბესაძის საქმეს ეხმიანება
მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი აცნობებს საზოგადოებას, რომ ბრალდებულ ოთარ აბესაძის საქმის შესწავლა სახალხო დამცველმა, კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საკუთარი ინიციატივით დაიწყო. სახალხო დამცველის რწმუნებულებმა ბრალდებული ჩაფიძის სახელობის გულის ცენტრში მოინახულეს.
სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ბრალდებულის მიმართ გამოყენებული პატიმრობა უნდა იყოს პროპორციული. პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს ეფექტიანი გამოძიების ინტერესებს და ამასთან, ითვალისწინებდეს ბრალდებულთან დაკავშირებულ ინდივიდუალურ გარემოებებს, მათ შორის, ჯანმრთელობის მდგომარეობას.
სახალხო დამცველის აპარატი ახორციელებს და მომავალშიც გააგრძელებს ბრალდებულ ოთარ აბესაძის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის განხილვის მონიტორინგს.