სახალხო დამცველი აზერბაიჯანული წარმოშობის საქართველოს მოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს ულოცავს
საქართველოს სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილის ნოვრუზ ბაირამის სახალხო დღესასწაულს ულოცავს, სიკეთეს, სიხარულსა და ჯანმრთელობას უსურვებს საქართველოში მცხოვრებ ყველა აზერბაიჯანელს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ დღესასწაულის სიხარულს იზიარებს.
საქართველოში ნოვრუზ ბაირამის აღნიშვნა ტრადიციად იქცა. ის გაზაფხულის შემოსვლასა და სიცოცხლის განახლებას უკავშირდება.
2010 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ნოვრუზი საერთაშორისო დღედ აღიარა, ხოლო 2009 წლის 28 სექტემბრის იუნესკოს სამიტზე ნოვრუზი ოფიციალურად იქნა შეტანილი კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში.