სახალხო დამცველი ასურელებს ახალი წლის დღესასწაულს ულოცავს
1 აპრილს ასურელები ახალი წლის დღესასწაულს, აკიტუ - ხა ბ-ნისანს აღნიშნავენ. 2015 წლის პირველ აპრილს, მათი კალენდრის მიხედვით, 6765 წელი დადგა.
ამ დღეს ასურელები გაზაფხულის დადგომას, ბუნებისა და სიცოცხლის განახლებას ზეიმობენ; ერთად იკრიბებიან და დღესასწაულს ნაციონალური სიმღერებითა და ცეკვით აღნიშნავენ.
საქართველოს სახალხო დამცველი ბედნიერ, მშვიდობიან და კეთილდღეობით აღსავსე წელს უსურვებს საქართველოში მცხოვრებ ასურელ თემს.