ახალი ამბები

სახალხო დამცველი ალბანეთის ყოფილ პრეზიდენტს და საერთაშორისო ორგანიზაცია „მადრიდის კლუბის’’ წარმომადგენლებს შეხვდა

2015 წლის 17 დეკემბერს, სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ალბანეთის ყოფილ პრეზიდენტს რეჯეფ მეიდანსა და საერთაშორისო ორგანიზაცია „მადრიდის კლუბის“ წარმომადგენლებს შეხვდა.

სახალხო დამცველმა„მადრიდის კლუბის” წარმომადგენლებსა და ალბანეთის ყოფილ პრეზიდენტს საქართველოში ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ესაუბრა და გააცნო სახალხო დამცველიის აპარატის მიერ საგანმანათლებლო საქმიანობის კუთხით დაგეგმილი და მიმდინარე პროექტები; ასევე სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიის შექმნის მიზნები და დაგეგმილი აქტივობები.

„მადრიდის კლუბი“ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ყოფილ პრეზეიდნტებს და პრემიერ მინისტრებს აერთიანებს და ახორციელებს გლობალურ პროექტებს, რომელთა მიზანია სახლმწიფოებში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების ხელშეწყობა, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღალებისთვის საგანამანათლებლო პროგრამების განხორციელება, დაგროვილი გამოცდილების ქვეყნების მოქმედი ლიდერებისთვის გაზიარება.

ახლო მომავალში„მადრიდის კლუბი’’ გეგმავს საქართველოში განახორციელოს პროექტი, რომლის ძირითადი მიზანი ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებაში მეტი ინტეგრაციის, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებში ამ ჯგუფების თანამონაწილეობისა და ჩართულობის გაზრდისკენ იქნება მიმართული. პროექტი სახალხო დამცველთან პარტნიორობითა და მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელდება.

17.12.15



სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)