ახალი ამბები

სასწავლო კურსი ბიზნესი და ადამიანის უფლებების შესახებ

2018 წლის 26-28 მარტს თბილისში ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელის (ENNHRI) და დანიის ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტის (DIHR) ორგანიზებით ბიზნესისა და ადამიანის უფლებების შესახებ სასწავლო კურსი ტარდება.

კურსი ბიზნესისა და უფლებების თემაზე მომუშავე ევროპის ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების თანამშრომელთათვის არის განკუთვნილი და მისი მიზანია ნათლად განსაზღვროს ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების როლი ბიზნესთან მიმართებაში.

სამდღიან შეხვედრებზე დანიის ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტის ექსპერტების დირკ ჰოფმანის და დანიელ მორისის ხელმძღვანელობით მონაწილეები განიხილავენ გაეროს 2011 წლის სახელმძღვანელო პრინციპებს ბიზნესზე და ადამიანის უფლებებზე და ეროვნული ინსტიტუტების როლს ამ პრინციპების იმპლემენტაციის საქმეში. უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ ამ პრინციპებით განისაზღვრება სახელმწიფოს და ბიზნესის როლი ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში.

ღონისძიება გახსნეს ევროკავშირის წარმომადგენელმა საქართველოში ივონ გოგოლმა და სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ თამარ გვარამაძემ.

26.03.18


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)