ახალი ამბები

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ანგარიში სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების თაობაზე

2016 წლის 11 თებერვალს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში „2014 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე საქართველოს პარლამენტის 2015 წლის 3 ივლისის დადგენილებით მიღებული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის განხილვა დაიწყო.

12 თებერვალს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების შესახებ ანგარიში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციისმინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ ხულორდავამ წარმოადგინა.

სახალხო დამცველის რეკომენდაცია იყო: სამედიცინოპერსონალისდაპატიმრებისგასაუბრებისასკონფიდენციალურობისსრულადდაცვისათვის ღონისძიებების მიღება, მათშორის, შესაბამისისწავლებადაინსტრუქციები.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, სამედიცინო პერსონალისა და პატიმრის საუბარს სხვა პირი მხოლოდ და მხოლოდ სამედიცინო პერსონალის მოთხოვნით, უსაფრთხოების დაცვის მიზნებიდან გამომდინარე შეიძლება დაესწროს; სახალხო დამცველი კი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია პენიტენციური დაწესებულებების დებულებებში მკაფიოდ გაიწეროს, რა საგამონაკლისო შემთხვევაში ხდება არასამედიცინო პერსონალის დასწრება და აუცილებლობის დასაბუთებისას მიეთითოს პატიმრისგან მომდინარე იმწუთიერ და რეალურ რისკზე, და ხომ არ არსებობდა სხვა ალტერნატივა.

მეორე რეკომენდაცია ეხებოდა პაციენტისსამედიცინომომსახურებისპროცესშიმონაწილეობას და მისთვისგასაწევისამედიცინომომსახურების, აგრეთვეპრევენციულჯანდაცვასთანდაკავშირებულიინფორმაციისხელმისაწვდომობას.

მინისტრის პირველი მოადგილის განმარტებით, სამედიცინო დეპარტამენტი პერიოდულად ამზადებს და ბეჭდავს საინფორმაციო ხასიათის ბროშურებს პენიტენციური ჯანდაცვისა და პენიტენციურ დაწესებულებებში სამედიცინო მომსახურების სტანდარტების შესახებ სხვადასხვა ენებზე, სადაც განხილულია მოქმედი სამედიცინო მომსახურება და სერვისები.

ასევე აღსანიშნავია, რომ სარეაბილიტაციო პროგრამებში ჩადებულია პრევენციული ჯანმრთელობის საკითხები, თუმცა ამ პროგრამებში პატიმართა ჩართულობა ძალიან დაბალია. სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ სასურველი იქნება, პერიოდული საინფორმაციო კამპანიების ჩატარება ჯანდაცვისა და ჯანსაღი გარემოს უზრუნველყოფის საკითხებზე.

მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ სასწავლო კურსების მომზადების პროცესში გათვალისწინებულია რეკომენდაცია, სამედიცინოპერსონალისპროფესიულიდამოუკიდებლობისადაკომპეტენტურობისხელშეწყობისადაგაუმჯობესების, ასევესამედიცინოეთიკისპრინციპებისდაცვის შესახებ.სამედიცინო პერსონალისთვის შემუშავდება გრძელვადიანი სასწავლო პროგრამა, შეიქმნა სამედიცინო პერსონალის სამუშაო აღწერილობები და პროფესიული დამოუკიდებლობის და სამედიცინო ეთიკის პრინციპების დაცვის ვალდებულება.

სახალხო დამცველის შეფასებით, გრძელვადიან პერსპექტივაში პენიტენციურ დაწესებულებებში მომუშავე სამედიცინო პერსონალის პროფესიული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის საუკეთესო საშუალებას პენიტენციური ჯანდაცვის სამოქალაქო ჯანდაცვის სექტორთან ინტეგრაცია წარმოადგენს, მოკლევადიან პერსპექტივაში კი, მნიშვნელოვანია სამედიცინო პერსონალის მიერ სამედიცინო ეთიკის პრინციპების დაცვის კონტროლის გაძლიერება და დარღვევის შემთხვევაში, სათანადო რეაგირება.

რაც შეეხება პენიტენციურდაწესებულებაშიაფთიაქისარსებობისშემთხვევაში, მედიკამენტებისამანათითშეგზავნისმარეგულირებელიწესიგანსაზღვრას, მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ მარეგულირებელი წესი ამ ეტაპზე მუშავდება.

შეუსრულებელია რეკომენდაცია პატიმრისპენიტენციურდაწესებულებებშიმოთავსებისშესახებგადაწყვეტილებისმიღებისასმისიოჯახისწევრებისსაცხოვრებელიადგილის გათვალისწინების შესახებ, თუმცასასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილის განმარტებით, ამჟამად მიმდინარეობსპატიმრების საშიშროების რისკის შეფასება, რაც 2016 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს და დაწესებულებაში განთავსებისას, შესაძლებლობის ფარგლებში, მხედველობაში მიიღება მათი ოჯახის საცხოვრებელი ადგილი.

სახალხო დამცველის ერთ–ერთი რეკომენდაცია ითვალისწინებდა პენიტენციურდაწესებულებაშიმოთავსებულდედათადაბავშვთასაკვებითმომარაგებისსტანდარტისა და ბავშვისმიერპენიტენციურიდაწესებულებისდატოვებისპროცედურების შეცვლას.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ბავშვთა კვების რაციონი დადგენილია. ამასთან, უახლოეს მომავალში დამტკიცდება 3 წლამდე ბავშვის კვებისა და სანიტარულ-ჰიგიენური პირობების სტანდარტი, რომელზეც გაეროს ბავშვთა ფონდი და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო მუშაობენ.

რაც შეეხება, დედასთან განთავსებული ბავშვის მიერ, პენიტენციური დაწესებულების დატოვების პროცედურის დახვეწას, მინისტრის მოადგილის განცხადებით, სამინისტროს არ იზიარებს სახალხო დამცველის პოზიციას ასაკობრივი ზღვარის ინდივიდუალური დადგენის შესახებ, თუმცა აქტიურად მუშაობს არსებული წესის პრაქტიკაში ეფექტიანი განხორციელების საკითხებზე. კერძოდ, თითოეულ შემთხვევაზე ჩართულია ფსიქოლოგი და სოციალური მუშაკი, მუშაობს ბავშვის დაწესებულებიდან დროებითი გაყვანის პრაქტიკაც, რაც საშუალებას აძლევს ბავშვს ნელ-ნელა გახდეს სოციუმის წევრი და დედაც თანდათან შეეგუოს ბავშვთან განშორებას.

რეკომენდაციაყველაპენიტენციურდაწესებულებაში ხანგრძლივიპაემნისადავიდეოპაემნისთვისსაჭიროინფრასტრუქტურისშექმნა, სატელეფონოსაუბრისუფლებითსრულყოფილადსარგებლობადაკორესპონდენციისკონფიდენციალობისდაცვა.

მინისტრის მოადგილის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, პენიტენციური დაწესებულებების უმეტესობაში არსებობს ხანგრძლივი პაემნისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა და უახლოეს პერიოდში მოხდება აღნიშნული საკითხის სრულად მოგვარება. ამასთან, იმ დაწესებულებაში, სადაც არ არსებობს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, მსჯავრდებულს შეუძლია, დროებით, ხანგრძლივი პაემნის უფლებით სხვა დაწესებულებაში ისარგებლოს. სამინისტრო ეტაპობრივად ახორციელებს ვიდეოპაემნის ინფრასტრუქტურის მოწყობას.

ამჟამად ხელშეკრულება ფორმდება ახალ სატელეფონო კომპანიასთან, რომელიც ვალდებულია აღმოფხვრას სატელეფონო მომსახურების პროცესში აქამდე გამოვლენილი ყველა ხარვეზები.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, პენიტენციურ დაწესებულებებში კორესპონდენციის კონფიდენციალობა დაცულია. დახურული კონვერტი იხსნება პატიმრის თანდასწრებით და ხდება მხოლოდ მისი ვიზუალური დათვალიერება, შინაარსის გაცნობის გარეშე. გარდა ამისა, თითოეული სარეჟიმო კორპუსის ტერიტორიაზე განთავსებულია საჩივრების ყუთი, რომელიც არ ხვდება ვიზუალურ-ელექტრონული მეთვალყურეობის ქვეშ.

სახალხო დამცველის შეფასებით, კორესპონდენციის კონფიდენციალურობის დაცვის საკანონმდებლო მოთხოვნები პრაქტიკაში, ხშირ შემთხვევაში, არ სრულდება. აღნიშნული საკითხი დეტალურად არის მიმოხილული პრევენციის ეროვნული მექანიზმის მანდატის ფარგლებში მომზადებულ სპეციალურ ანგარიშში მოთხოვნის/საჩივრის განხილვის მექანიზმი საქართველოს პენიტენციურ სისტემაში. ამდენად, მნიშვნელოვანია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა დაუყოვნებლივ მიიღოს ყველა საჭირო ზომა აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად.

სამწუხაროდ, შეუსრულებელია ოპიოიდებზედამოკიდებულიპირებისათვისჩანაცვლებითიშემანარჩუნებელიმკურნალობის დანერგვის შესახებ რეკომენდაცია, რომლის შესრულებაზე მუშაობას სამინისტრო სავარაუდოდ 2017 წლიდან დაიწყებს.

სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ უცხოქვეყნისმოქალაქეპატიმრებისათვისფსიქოლოგიურიდასოციალურიმომსახურებისხელმისაწვდომობისა და ენობრივიბარიერისდაძლევის ხელშეწყობის კუთხით გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად პრობლემა კვლავ მწვავედ დგას. მინისტრის მოადგილემ ისაუბრა ქართული ენის არმცოდნე პატიმრებისათვის ქართული ენის შემსწავლელი კურსების ხელმისაწვდომობაზე, თუმცა ენის სწავლების კურსი ამ პრობლემას ვერ აღმოფხვრის მოკლევადიან პერსპექტივაში. ამდენად, ენის სწავლების პარალელურად მნიშვნელოვანია ქართული ენის არმცოდნე პატიმრები უზრუნველყოფილი იქნან თარგმანით. ასევე განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სარეაბილიტაციო აქტივობების პროცესში თარგმანის უზრუნველყოფას ან ალტერნატივად განხილულ იქნას ამ ჯგუფებისთვის უცხო ენებზე სარეაბილიტაციო აქტივობების მოდულების შექმნა.

მისასალმებელია, რომ პენიტენციურიდაწესებულებისადმინისტრაციისადათანამშრომლებისმიერსაკუთარიფუნქციებისშესრულებისდადაწესებულებაშიწესრიგისშენარჩუნებისშესაძლებლობისშეფასების მიზნით,სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამსისტემური მონიტორინგი დაიწყო.

12.02.16


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)