საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინფორმაცია სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების თაობაზე
2016 წლის 11 თებერვალს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში, „2014 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე, საქართველოს პარლამენტის 2015 წლის 3 ივლისის დადგენილებით მიღებული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის განხილვა დაიწყო.
16 თებერვალს ადამიანთა უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების შესახებ ინფორმაცია, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ წარმოადგინა.
სახალხო დამცველის პირველი რეკომენდაცია იყო – საქართველოსიუსტიციისსაბჭომუზრუნველყოსგანცხადებებისდროული, ობიექტური, სრულყოფილიშესწავლა, რომლებიცმოსამართლეთამიერდისციპლინურიგადაცდომისჩადენასეხება და მოახდინოს მათზერეაგირება.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საჩივრის მიღებისთანავე იწყება დისციპლინური სამართალწარმოება და საბჭოს მდივანი ორთვიან ვადაში იღებს გადაწყვეტილებას, რომელსაც განიხილავს სხდომა. საბჭოს სხდომები იმართება ინტენსიურად, როგორც წესი, კვირაში ერთხელ. თუმცა სახალხო დამცველის შეკითხვის პასუხად, ნინო გვენეტაძემ აღიარა, რომ განხილვის შედეგად მოსამართლის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობა არცერთხელ არ დამდგარა და გადაცდომის მიზეზად დატვირთულობა და მუდმივი დროის დეფიციტი სახელდება.
ამასთან, საქართველოს პარლამენტი განიხილავს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომელიც ითვალისწინებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის შექმნისა და დისციპლინურ საქმეთა გამოკვლევის ვადის შემჭიდროვების საქმეს. აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტის დამტკიცება და მისი იმპლემენტაცია ხელს შეუწყობს დისციპლინურ საქმეთა ობიექტურ, დროულ და სრულყოფილ გამოკვლევას.
რეკომენდაცია – პირისექსტრადიციისსაკითხებზეგადაწყვეტილებისმიღებისას, სრულყოფილად იქნეს შესწავლილი დაგამოკვლეული მისმიმღებსახელმწიფოშიადამიანისუფლებათადაცვისმდგომარეობა, აგრეთვეპირისმიმართარასათანადომოპყრობისრისკიდაუზრუნველყოფილი იყოს მისიუფლებებისდაცვა.
ნინო გვენეტაძემ ექსტრადიციის საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლოს პროცედურებზე ისაუბრა და დაამატა, რომ აუცილებელია ევროპული კონვენციის ნორმების პრაქტიკაში სათანადო სტანდარტების შესაბამისად იმპლემენტაციის მიზნით, მოსამართლეებს ჩაუტარდეთ ტრეინინგები ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის და ექსტრადაციის თაობაზე.
რეკომენდაცია იყო – საქართველოსსასამართლოებმააამაღლონბრალდებულისმიმართაღკვეთისღონისძიებისსახით, პატიმრობისგამოყენებისთაობაზე, სასამართლოგანჩინებისდასაბუთებულობის (თუდასაბუთების) სტანდარტიდაგანჩინებაშიაღნიშნონთურაგარემოებისგათვალისწინებითმიიჩნიესაუცილებლადბრალდებულისმიმართაღკვეთისღონისძიებისსახით, პატიმრობისგამოყენებადარატომვერუზრუნველყოფდანაკლებადმკაცრიაღკვეთისღონისძიებისგამოყენებააღკვეთისღონისძიებისმიზნებისმიღწევას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ სტატისტიკური ინფორმაცია მოიყვანა, რომლის მიხედვით, სასამართლოები უფრო და უფრო ნაკლებად იზიარებენ ბრალდების მხარის მიერ მოთხოვნილ აღკვეთის ღონისძიებას და იყენებენ უფრო მსუბუქ აღკვეთის ღონისძიებას. რაც შეეხება აღკვეთი ღონისძიებების განჩინებების დასაბუთების სტანდარტების შესახებ სახელმძღვანელო პრინციპებს, ასეთი სახელმძღვანელო უკვე შექმნილია. გადაწყვეტილებების დასაბუთების ხარისხზე, კი მკვეთრად მოქმედებს მოსამართლეთა არასაკმარისი რაოდენობა, რაც იმედია, უახლოეს მომავალში მოგვარდება. ასევე, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების დასაბუთებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით გათვალისწინებული წინასასამართლო პრობაციის სამსახური.
სასამართლო სისტემა აღიარებს საერთო სტანდარტების თაობაზე მოსამართლეთა ტრეინინგებისა და ინფორმაციის მიწოდების აუცილებლობას და ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს. მათ შორის, გათვალისწინებულია საქართველოს ექვს სასამართლოში ადამიანის უფლებათა კონსულტანტების დანიშვნა, რომლებიც არსებული ევროსასამართლოს პრაქტიკის მოძიებას და მიმდინარე საქმეების ფარგლებში, მოსამართლეებისათვის ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების მიწოდებას უზრუნველყოფენ.
სახალხო დამცველის რეკომენდაციის პასუხად – ბრალდებულისმიმართაღკვეთისღონისძიებისსახით, გირაოსგამოყენებისშემთხვევაში, სასამართლოებმადეტალურად - შესაბამისმტკიცებულებებზედაყრდნობითშეისწავლონბრალდებულისანიმპირისმატერიალურიმდგომარეობა, რომელმაცუნდაგადაიხადოსგირაოსთანხა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ სასამართლო არ არის უფლებამოსილი, თავად მოიძიოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისათვის საჭირო მასალები და შესაბამის სახეს და ზომას მხარეთა მიერ წარმოდგენილი მასალების და მათი მოთხოვნების საფუძველზე წყვეტს. თუმცა ამ პროცესის დახვეწას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს წინასასამართლო პრობაციის სამსახურის შექმნა, რომლიც მაგისტრატი მოსამართლის დავალებით ბრალდებულის შესახებ საინფორმაციო ანგარიშს მოამზადებს.
სასამართლოების მიერ მხარეებისათვისსასამართლოგანაჩენისასლისკანონითდადგენილვადაშიგადაცემის, მათ შორის სააპელაციოსაჩივრისადასაქმისსააპელაციოსასამართლოსათვისგაუჭიანურებლად, სააპელაციოსაჩივარზეშესაგებლისწარდგენისთანავეანშესაგებელისწარდგენისათვისკანონითგათვალისწინებულივადისგასვლისთანავეგაგზავნის შესახებ – რეკომენდაციასთან დაკავშირებით, ნინო გვენეტაძემ აღნიშნა, რომ საქმისწარმოების გაჭიანურება ზოგჯერ, გამოწვეულია საქმეთა დიდი რაოდენობითა და სამოსამართლო რესურსის სიმცირით. თუმცა საქმისწარმოების უსაფუძვლო გაჭიანურება მოსამართლისა და სასამართლო აპარატის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველს წარმოადგენს. აქვე დაამატა, რომ საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის ასლის გადაგზავნის ვადას.
სასამართლოებმაუზრუნველყონგადაუდებელიაუცილებლობისშემთხვევაშიჩატარებულისაგამოძიებომოქმედებებისკანონიერებისსაკითხისგანხილვადაშესაბამისიდასაბუთებულიგადაწყვეტილებისმიღება – რეკომენდაციასთან დაკავშირებით კომიტეტის სხდომაზეაღინიშნა, რომგასაჩხრეკი პირისაგან თანხმობის მიღების პროცედურებსა და წესთან დაკავშირებით პრაქტიკაში გარკვეული ბუნდოვანება შეინიშნება და სასურველია, საკითხი უფრო მკაფიოდ დარეგულირდეს საკანონმდებლო წესით. სასამართლო ხელისუფლება მიესალმება სასამართლო პრაქტიკის გაუმჯობესებისაკენ მიმართულ მოსაზრებებს და მზად არის აღნიშნულ საკითხებზე სამუშაო შეხვედრები და დამატებითი ტრენინგები მოაწყოს.
სახალხო დამცველის რეკომენდაცია იყო – სისხლისსამართლისსაქმეზექონებასყადაღადაადონმხოლოდკანონითგანსაზღვრულისაფუძვლითდამიზნით, რათაგამოირიცხოსკანონიერადმოპოვებულქონებაზეყადაღისდადებითსაკუთრებისუფლებისშეზღუდვა.
ნინო გვენეტაძემ ზედმიწევნით განიხილა ქონების დაყადაღებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზა და აღნიშნა, რომ სასამართლო ხელისუფლება ყურადღებით აკვირდება აღნიშნულ საკითხზე სასამართლო პრაქტიკას, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციების დასკვნებს და მოსაზრებებს და გამოხატავს მზაობას საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნულ თემაზე ჩაატაროს სამუშაო შეხვედრები და ტრენინგები.
საქართველოში მყოფ უცხოელთათვის ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის გადაწყვეტილებებზე, რაც საჩივრდება სასამართლოში, სახალხო დამცველის რეკომენდაცი იყო – საქმისგანხილვისდროსგამოითხოვონსაქართველოსშინაგანსაქმეთასამინისტროსკონტრდაზვერვისდეპარტამენტშიარსებულიყველაინფორმაცია, რომელთასაფუძველზეცპირსუარიეთქვასაქართველოშიშემოსვლისუფლებისმიღებაზედაგაეცნონმას.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებით, 2015 წლის სასამართლოს პრაქტიკა ადასტურებს, რომ საერთო სასამართლოები ამოწმებენ რამდენად ჯეროვნად იქნა გამოკვლეული და შესწავლილი სათანადო გარემოებები, რიგ შემთხვევაში, გამოითხოვენ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ხელთ არსებული ინფორმაციას და საქმის გარემოებების გათვალისწინებით, რიგ შემთხვევაში, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უარყოფითი დასკვნის მიუხედავად, აუქმებენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს და ავალებენ მას ახალი აქტის გამოცემას.
აღსანიშნავია, რომ იუსტიციის უმაღლესი სკოლის 2016 წლის სამოქმედო გეგმა მოიცავს მოსამართლეთა გადამზადებას თავშესაფრის მაძიებელთა, ლტოლვილთა და საერთაშორისო დაცვის საჭიროების ქვეშ მყოფ სხვა პირთა უფლებებთან დაკავშირებით, რაც ხელს შეუწყობს სახალხო დამცველის რეკომენდაციის იმპლემენტაციას.
შეხვედრის დასასრულს, სახალხო დამცველმა იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტში მესამე ტალღის ფარგლებში მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის დროული განხილვა საკანონმდებლო ბაზის დახვეწასა და არსებული ხარვეზების აღმოფხვრას შეუწყობს ხელს.
სახალხო დამცველის რამდენიმე შეკითხვის პასუხად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ პარლამენტს უკვე ჩანიშნული აქვს საქმეთა ელექტრონული გადანაწილების სისტემის დანერგვის შესახებ საკითხის განხილვა, თუმცა ამ სისტემის ამუშავებისთვის გარკვეული ტექნიკური რესურსია საჭირო.