საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელი ეუთოს 24-ე მინისტერიალზე მოხსენებით გამოვიდა
2017 წლის 8 დეკემბერს სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს აღმასრულებელი მდივანი იზაბელა ოსიპოვა ვენაში გამართულ ეუთოს 24-ე მინისტერიალზე ეროვნულ უმცირესობათა უფლებების დაცვის თვალსაზრისით საქართველოს სახალხო დამცველის საქმიანობის შესახებ მოხსენებით გამოვიდა. მან ყურადღება გაამახვილა სახალხო დამცველისა და სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს რეკომენდაციების შედეგად განათლების სფეროში განხორციელებულ პოზიტიურ ცვლილებებზე; ცალკე გამოყო საზოგადოებრივ მაუწყებელზე ეროვნულ და რელიგიურ უმცირესობათა წარმომადგენლებთან თანამშრომლობით მიმდინარე რეფორმები.
შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია, რომელზეც მონაწილეებმა ინტეგრაციის ეფექტურობის გაზრდის მიზნით გასატარებელ სამუშაოებზე ისაუბრეს.