საქართველოს სახალხო დამცველის ტრენინგი მასწავლებლებისთვის თანასწორობის საკითხებზე
2017 წლის 24-25 მაისს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“ მხარდაჭერით, საჯარო სკოლის მასწავლებლებისთვის ჩაატარეს ტრენინგი თემაზე „თანასწორობა და დისკრიმინაციის აღმოფხვრა“. ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს დუისის, თბილისის N2, თბილისის N41, ჭელას, მოხეს, ახალციხის N2, თერჯოლას N2, ნიგვზიანის და ქობულეთის N2 საჯარო სკოლების მასწავლებლებმა. ტრენინგს სულ 40 მასწავლებელი დაესწრო. ტრენინგზე განხილული იყო როგორც თეორიული საკითხები, ასევე პრაქტიკული სავარჯიშოები.
„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სახალხო დამცველის, როგორც დისკრიმინაციასთან ბრძოლის მექანიზმის ერთ-ერთი ვალდებულებაა დისკრიმინაციის აღმოფხვრის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. სახალხო დამცველი მომავალშიც გააგრძელებს თანასწორობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას ტრენინგების თუ სხვა სახის ინფორმაციული კამპანიების მეშვეობით.