საქართველოს სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნულმა მექანიზმმა რეკომენდაციების შესრულების ადვოკატირებისა და კონტროლის სისტემის დახვეწაზე მუშაობა დაიწყო
2017 წლის 19-20 აპრილს, ევროკავშირის პროექტის „სახალხო დამცველის მხარდაჭერა II“ ფარგლებში, ჩატარდა სამუშაო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს სახალხო დამცველის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლები და წამების პრევენციის ასოციაციის წარმომადგენელი (მრჩეველი ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების სფეროში) ბენ ბაკლენდი.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო რეკომენდაციების შესრულების ადვოკატირების და კონტროლის კუთხით არსებული პრაქტიკის ძლიერი და სუსტი მხარეები. შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელებს გამოწვევების დაძლევის შესაძლო გზებზე.
სამუშაო შეხვედრის შედეგებზე დაყრდნობით, მოწვეული ექსპერტი ბენ ბაკლენდი შეიმუშავებს საჭიროებების შეფასების დოკუმენტს, რომლის საფუძველზეც დაიგეგმება შემდგომი ნაბიჯები, თუ როგორ შეიძლება რეკომენდაციების შესრულების ადვოკატირების და კონტროლის პროცესი გახდეს უფრო ეფექტიანი და მოქნილი.