ახალი ამბები

საქართველოს სახალხო დამცველის პირველი მოადგილის ვიზიტი ნიუ-იორკში

2018 წლის 23-26 ივლისს სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე ოფიციალური ვიზიტით ნიუ-იორკს ეწვია, სადაც მონაწილეობა მიიღო დაბერების საკითხებზე მომუშავე გაეროს სამუშაო ჯგუფის მე-9 შეხვედრაში.

სამუშაო ჯგუფის მიმდინარეობისას განხილული იქნა ხანდაზმულთა ავტონომიის და დამოუკიდებლობის, ასევე ხანგრძლივი და პალიატიური მოვლის აქტუალური საკითხები. სამუშაო ჯგუფის მიმდინარეობისას მოხსენება გაკეთდა საქართველოში ხანდაზმულთა უფლებების დაცვის შესახებ, მათ შორის პალიატიური და ხანგრძლივი მოვლის მიმართულებით არსებულ გამოწვევების თაობაზე.

ამასთან 26 ივლისს გაიმართა შეხვედრა Freedom House -ის წარმომადგენლებთან, რომელზეც განხილული იქნა საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში არსებული გამოწვევები.

5


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)