საქართველოს სახალხო დამცველის პირველი მოადგილე უკრაინის დელეგაციის წევრებს შეხვდა
2017 წლის 10 მარტსსაქართველოს სახალხო დამცველის პირველი მოადგილე ნათია კაციტაძე და აპარატის თანამშრომელი მერი კოჭლამაზაშვილი უკრაინის დელეგაციის წევრებს შეხვდნენ. დელეგაციაში უკრაინის სხვადასხვა სახელმწიფოს უწყებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) წარმომადგენლები შედიოდნენ.
შეხვედრაზესახალხოდამცველის პირველმა მოადგილემ ისაუბრა საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა უფლებრივ მდგომარეობაზე და სახალხოდამცველისაპარატის საქმიანობაზე ამ მიმართულებით. ნათია კაციტაძემ დელეგაციის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია სახალხო დამცველის მანდატის, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებთან და მათი უფლებების დაცვისათვის სახალხო დამცველის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ; დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პროცესსა და დევნილთა რეგისტრაციის საკითხებზე. გააცნო იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მიმართ სახელმწიფო პოლიტიკაში არსებული ძირითადი სიახლეები და მიდგომები. ისაუბრა დევნილთა პოლიტიკურ უფლებებზე, კერძოდ, 2003-2004 წლამდე დევნილების არჩევნებში მონაწილეობის უფლებასთან მიმართებით არსებულ შეზღუდვებზე და იმ სამართლებრივ პროცესებზე, რაც წინ უძღოდა დევნილთა მიერ აქტიური საარჩევნო უფლების სრულმასშტაბიან რეალიზაციას. შეხვედრაზე ხაზი გაესვა დევნილთა პრობლემების გრძელვადიანი გადაწყვეტის მიზნით, საჭიროებაზე მორგებულ მიდგომაზე გადასვლის მნიშვნელობას.
უკრაინისდელეგაციის ვიზიტის მიზანი იყო კონფლიქტის შედეგად გადაადგილებული პირების უფლებათა უკეთესად დასაცავად საქართველოს სახელმწიფოს გამოცდილების გაზიარება.