ახალი ამბები

საქართველოს სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიისა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ტრენინგი ნატოს დღეებთან დაკავშირებით

2017 წლის 5 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიისა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ნატოს დღეების ფარგლებში მმართველი და საშუალო რგოლის სამხედრო მოსამსახურეებისა და იურისტებისათვის ტრენინგი გაიმართა.

ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ სახალხო დამცველის პირველი მოადგილე ნათია კაციტაძე და ნატოს შესახებ საზოგადოების ინფორმირების სამსახურის უფროსი ირინა შამილაძე.

სამხედრო სამსახურში ადამიანის უფლებებზე გამართულ ტრენინგს სახალხო დამცველის აპარატის თავდაცვის სფეროში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსი თამარ გაბიანი და საქართველოს ატლანტიკური საბჭოს წევრი გიორგი მუჩაიძე უძღვებოდნენ. ტრენინგზე განიხილეს კონცეფცია – მოქალაქე სამხედრო ფორმაში, საერთაშორისო კონვენციები და ხელშეკრულებები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ადამიანის უფლებათა ევროპის კონვენციას სამხედრო მოსამსახურეთა უფლებების ჭრილში; ისაუბრეს საერთაშორისო მისიებზე, ნატოს სტანდარტებსა და ნატო-საქართველოს თანამშრომლობაზე.

საქართველოს სახალხო დამცველი აგრძელებს მუშაობას თავდაცვის სფეროში ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე, მათ შორის საგანმანათლებლო კუთხით და მადლობას უხდის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლობისთვის.

5.04.17

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)