საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოში ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა
2015 წლის 30 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი და სახალხო დამცველის მოადგილეები პაატა ბელთაძე და ნათია კაციტაძე საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ახალ ხელმძღვანელს კრისტიან ურსეს შეხვდნენ. შეხვედრაზე უჩა ნანუაშვილმა ზოგადად მიმოიხილა საქართველოში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების მდგომარეობა, ისაუბრა სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობაზე, ევროსაბჭოს სხვადასხვა სტრუქტურებთან თანამშრომლობის დადებით პრაქტიკაზე.
მხარეებმა განიხილეს ის პროექტები, რომელთაც სახალხო დამცველის აპარატი წლების მანძილზე ევროსაბჭოს დაფინანსებითა და მხარდაჭერით ახორციელებდა. ასევე, სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობასა და პერსპექტივებზეც ისაუბრეს.