საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოში ევროკავშირის ელჩს შეხვდა
2018 წლის 8 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საქართველოში ევროკავშირის ელჩს იანოშ ჰერმანს შეხვდა და ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით აპარატის საქმიანობის ძირითადი პრიორიტეტები გააცნო.
ნინო ლომჯარიამ სახალხო დამცველის აპარატის მთავარი პარტნიორი და დონორი ორგანიზაციის ხელმძღვანელთან მიმდინარე პროექტები და სამომავლო ურთიერთობის პერსპექტივები განიხილა.