საქართველოს სახალხო დამცველი პარლამენტის წევრებისთვის ეთიკის კოდექსის პროექტის შემუშავებას ეხმიანება
საქართველოს სახალხოდამცველინინო ლომჯარია ქვეყანაში თანასწორობისთვის ბრძოლის პროცესში წინ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს პარლამენტის წევრებისთვის ეთიკის კოდექსის პროექტის შემუშავებას და იმედს გამოთქვამს, რომ კოდექსი პრაქტიკაში ეფექტიანად განხორციელდება.
ეთიკის კოდექსის პროექტისთანახმად, პარლამენტის წევრებს სხვა შეზღუდვებთან ერთად აეკრძალებათშეურაცხმყოფელი, პატივის და ღირსების შემლახველი ქმედებები, უხამსი, სექსისტური, დისკრიმინაციული გამოსვლები, მიმართვები და სიძულვილის ენის გამოყენება.პროექტით ასევე გაწერილია აღსრულების მექანიზმი, რომელიც, კოდექსის დარღვევის შემთხვევაში პარლამენტის წევრებისთვის ეთიკის საბჭოს მიერ დისციპლინური სანქციის დაკისრებას ითვალისწინებს.
აღსანიშნავია, რომ 2017 წლის 6 თებერვალსსაქართველოს პარლამენტისადმი გაგზავნილიზოგადი წინადადებით,სახალხო დამცველმა პარლამენტს მოუწოდა, რომ დეპუტატთა შეურაცხმყოფელი ან სიძულვილის ენის შემცველი განცხადებების შემთხვევაში, სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების მექანიზმის შექმნის შესაძლებლობა განეხილა.