საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ New Studio-ს მიერ მომზადებულ ვიდეო რგოლი ბავშვის საუკეთესო ინტერესს ეწინააღმდეგება
სახალხო დამცველიუჩა ნანუაშვილი მიმართავს სარეკლამო რგოლის – „სანტას თოვლის ბაბუამ წაასწრო“, დამამზადებელ New Studio-ს, შეწყვიტოს რეკლამის გავრცელება და მომავალში განსაკუთრებული გულისხმიერება გამოიჩინოს ბავშვის უფლებების დაცვის მიმართ.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომინტერნეტით გავრცელებული ვიდეო რგოლი, სადაც ქართველი თოვლის ბაბუა სანტა კლაუსს კლავს, ვინაიდან ფიქრობს, რომ „ნამდვილი კაცი კარიდან შემოდის“, აღნიშნულ სცენას კი მცირეწლოვანი ბავშვი ესწრება, მავნე ზეგავლენას ახდენს როგორც მასში მონაწილე ბავშვზე, ასევე სხვა არასრულწლოვნებზე, რომელთა დიდ ნაწილს, მიუხედავად კლიპზე მითითებული 18 წლამდე ასაკის ადამიანთათვის ნახვის შეზღუდვისა, თავისუფლად მიუწვდება ხელი ამ ვიდეო რგოლზე.
„რეკლამის შესახებ“ საქართველოსკანონის თანახმად, აკრძალულია არასრულწლოვანთა გულუბრყვილობისადა გამოუცდელობის ბოროტადგამოყენება და რეკლამაში ისეთიტექსტის, აუდიო და ვიდეო–ინფორმაციის მოთავსება, რომელიც არასრულწლოვანს საშიშ ადგილასა და ვითარებაში აჩვენებს. ამასთან, გაეროს ბავშვის უფლებების კომიტეტი ერთმნიშვნელოვნად აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანი დაცული უნდა იყოს ტექნოლოგიური საშუალებებით ისეთი ინფორმაციის მიღებისგან, რომლის შედეგადაც შესაძლოა იგი აგრესიული, ძალადობრივი რეკლამის ზეგავლენის ქვეშ მოექცეს.
სარეკლამო რგოლის დასაწყისში წარმოჩენილია საახალწლოინტერიერი, რაც თავისთავად იქცევს ბავშვის ყურადღებას. შემდეგ კი ნაჩვენებია ძალადობრივისცენა, რომელსაც ბავშვიცესწრება. არსებობს საფრთხე, რომ არასრულწლოვნები არასათანადოდ აღიქვამენ რეკლამის სიუჟეტს, რამაც შესაძლოა მათ განვითარებაზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს.
სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომრეკლამაში, რომელშიც მონაწილეობს ბავშვი, ან რომელიც მიმართულია არასრულწლოვან აუდიტორიაზე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ბავშვის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინება.