საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება ხმების დათვლის პროცესის დროს მომხდარ ინციდენტებს
საქართველოს სახალხოდამცველის საარჩევნომონიტორების მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოსსხვადასხვა რეგიონის ზოგიერთსაარჩევნო უბანში ხმების დათვლისპროცესში მოხდაინციდენტები, რომლის დროსაც დაზარალდენენ ადამიანები და დაზიანდა ქონება. ქუთაისის N90 საარჩევნოუბნისმიმდებარე ტერიოტორიაზე მოხდაფიზიკური დაპირისპირება, არიანდაზარალებულები. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარის N 79-ე და N 108-ე საარჩევნო უბნებში შეიჭრნენ უცხო პირები, დაარბიეს უბნები, დააზიანეს ინვენტარი, დაამტვრიეს საარჩევნო ყუთი, არიან დაზარალებულები, მათ შორის - ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლები; ქალაქ მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიასთან ხდება პოლიტიკური მოძრაობების ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნების დიდი რაოდენობით მხარდამჭერების მობილიზება და ჩნდება მათ შორის დაპირისპირების საფრთხე. საოლქო საარჩევნო კომისიის ეზოში მიტანილია მარნეულის საარჩევნო ოლქის უბნებიდან მიტანილი ბიულეტენები და არსებობს ამ ბიულეტენების დაზიანების საფრთხე. ამავე პოლიტიკური მოძრაობების მხრადამჭერების მობილიზებაა ქალაქ ბათუმის N1 საარჩევნო უბანთან, სადაც ასევე არსებობს დაპირისპირების საფრთხე.
მივმართავ საარჩევნოსუბიექტებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, გააკეთონ ყველაფერი, სიმშვიდის შენარჩუნებისათვის; მოუწოდონ თავიანთ მხარდამჭერებს ძალადობისაგან თავის შეკავებისკენ, ნუ დაივიწყებენ, რომ სახელმწიფოს ინტერესები ყოველგავრ პოლიტიკურ ინტერესებზე უფრო მეტად მნიშვნელოვანია.
მივმართავ პოლიციას: საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს, პოლიცია ვალდებულია უზრუნველყოს თითოეული ადამიანის უსაფრთხოება, ხოლო ძალადობის გამოვლინების ყოველი შემთხვევისას - ამ ფაქტების გამოძიება და დამნაშავეებისათვის პასუხისგებაში მიცემა. მოვუწოდებ სამართალდამცავ უწყებებს, უყურადღებოდ არ დატოვონ დაპირისპირების შესაძლო წამოწყების შესახებ მიღებული არცერთი ინფორმაცია. მყისიერი რეაგირება მოახდინონ და გაატარონ ყველა შესაძლო პრევენციული ღონისძიება ძალადობის თავიდან აცილების მიზნით.
ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ არჩევნების მშვიდობიანად ჩატარებაზე პასუხისმგებლობა უპირველესად ხელისუფლებას ეკისრება. განვლილ პერიოდში, ზუგდიდში, კორცხელსა და დიდინეძში მომხდარ ინციდენტებზე არაეფექტური რეაგირება, შესაძლოა, ასევე იყოს ერთ–ერთი განმაპირობებელი მიზეზი ძალადობრივი აქტების იმ ტალღისა, რომელსაც მიმდინარე ღამის განმავლობაში აქვს ადგილი. მსგავსი ინფორმაცია ჩრდილს აყენებს მთლიანად საარჩევნო პროცესს. სამომავლოდ, უფრო დიდი ზიანის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ პირობებში, თუ სამართალდამცავი სისტემა მოახერხებს დასაწყისშივე განმუხტოს დაძაბულობის კერები და ადეკვატური და უსწრაფესი რეაგირება მოახდინოს უკვე მომხდარ ფაქტებზე.