საქართველოს სახალხო დამცველი ასურელებს ახალი წლის დღესასწაულს ულოცავს
1 აპრილს ასურელები ახალ 6768 წლის დადგომას - აკიტუ-ხა ბ-ნისანს აღნიშნავენ. შუამდინარული ტრადიციებიდან წამოსული ეს დღესასწაული გაზაფხულის დადგომას, ბუნებისა და სიცოცხლის განახლებას ნიშნავს.
საქართველოს სახალხო დამცველი ბედნიერ, მშვიდობიან და კეთილდღეობით აღსავსე წელს უსურვებს საქართველოში მცხოვრებ ასურელ თემს.