საქართველოს სახალხო დამცველი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს შეხვდა
2018 წლის 8 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს იან კელის შეხვდა და აპარატის საქმიანობის სამომავლო გეგმები და ძირითადი პრიორიტეტები გააცნო.
ელჩმა ნინო ლომჯარიას სახალხო დამცველად არჩევა მიულოცა, წარმატებები უსურვა და ადამიანის უფლებათა დაცვით საქმიანობაში მხარდაჭერა აღუთქვა.