საქართველოს სახალხო დამცველი ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების გლობალური ალიანსის ბიუროს სრულუფლებიან წევრად აირჩიეს
2016 წლის 22 მარტს ჟენევაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს სახალხო დამცველი ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების გლობალური ალიანსის (GANHRI) ბიუროს სრულუფლებიან წევრად აირჩიეს. საქართველოს გაწევრიანებას ალიანსის მმართველ ბიუროში მხარი 100–მდე ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული ინსტიტუტების წარმომადგენელმა დაუჭირა.
საქართველოს სახალხო დამცველი ასევე ზედიზედ მეორედ გახდა ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელის (ENNHRI) საკოორდინაციო კომიტეტის (ECC) წევრი, რომელიც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელის ადმინისტრაციულ, მმართველობით და ფინანსურ საკითხებზე; ამასთან, საქართველოს სახალხო დამცველი ფინანსური კომიტეტის წევრადაც აირჩიეს.
ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული ინსტიტუტების გლობალური ალიანსი (GANHRI) წარმოადგენს საერთაშორისო ასოციაციას, რომელიც კოორდინაციას უწევს რეგიონში ადამიანის უფლებათა დაცვის ინსტიტუტების საქმიანობას და აერთიანებს აფრიკის, ამერიკის, აზიისა და ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის ინსტიტუტებს. ალიანსს მართავს ბიურო, რომელიც შედგება თითო რეგიონიდან არჩეული ოთხი „A“ სტატუსის მქონე ინსტიტუტისგან.
2016 წლის 22 მარტს ჟენევაში მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით საქართველოს სახალხო დამცველი ევროპული რეგიონიდან ბიუროს წევრად სამი წლის ვადით იქნა არჩეული.