ახალი ამბები

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ანგარიში სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების თაობაზე

2016 წლის 11 თებერვალს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში „2014 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე საქართველოს პარლამენტის 2015 წლის 3 ივლისის დადგენილებით მიღებული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის განხილვა დაიწყო.

15 თებერვალს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების შესახებ ანგარიში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ წარმოადგინა.

დევნილებისთვის პრივატიზაციისპროცესისდაჩქარებასთან დაკავშირებით რეკომენდაციის . მინისტრის პირველმა მოადგილემ მიმდინარე და განხორციელების პროცესში მყოფი პროექტები მიმოიხილა. აღნიშნა, რომ ინტენსიურად მიმდინარეობს 10 ათასზე მეტი დევნილი ოჯახისთვის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართების თანასაკუთრებაში გადაცემის პროცესი და შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმების პროცედურები.

ამჯერად, ევროკავშირის ტექნიკური დახმარების ჯგუფთან ერთად მიმდინარეობს სამინისტროს კომუნიკაციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება, რომლის ერთ–ერთი ძირითადი მიზანი არის დევნილთა და სხვა დაინტერესებულ მხარეთა ინფორმირებულობის დონის გაზრდა დევნილთათვის ხელმისაწვდომი პროგრამების შესახებ. გათვალისწინებულია მთელი რიგი საინფორმაციო კამპანიები უფლებებისა და სახელმწიფო პროგრამების შესახებ დევნილთა ინფორმირების მიზნით, ასევე, რეფერალური სისტემის დაარსება, რომელიც უზრუნველყოფს დევნილთა გადამისამართებას შესაბამის უწყებებთან და სერვისის მომწოდებლებთან.

დევნილთა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროცედურის დაწყებამდე, შესაბამის ჩასახლებაში დევნილთა დეპარტამენტის თანამშრომლები ატარებენ მონიტორინგს და დევნილებს დეტალურად აცნობენ გრძელვადიანი განსახლების მიმართულებით არსებულ სხვადასხვა პროექტებს. რაც მთავარია, ხდება დევნილი ოჯახების გამოკითხვა, არიან თუ არა საცხოვრებელი ფართის დაკანონებაზე თანახმა, თუ სურთ ისარგებლონ გრძელვადიანი განსახლების ალტერნატიული პროექტებით.

სახალხო დამცველის მეორე რეკომენდაცია გულისხმობდა დევნილთაგრძელვადიანისაცხოვრებლითდაკმაყოფილების პროცესში, პრიორიტეტიმიენიჭოსდევნილთაგანსახლებასიმობიექტებიდან, რომელთარეაბილიტაციაცშენობებისმძიმემდგომარეობისგამოშეუძლებელიადასაფრთხესუქმნისიქმცხოვრებთასიცოცხლესადაჯანმრთელობას.

მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, არსებული რეგულაციებით, ნგრევად და სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ობიექტებში მცხოვრები დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა პრიორიტეტულია და კრიტერიუმების გარეშე ხორციელდება. თავად ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი საექსპერტო დასკვნით.

დევნილთა მომართვის საფუძველზე, სამინისტროს დაკვეთით, გასულ წლებში სამხარაულის ექპერტიზის ეროვნულმა ბიურომ 90-მდე დევნილთა განსახლების ობიექტი შეაფასა. მათგან 38 დაიხურა და 684 დევნილი ოჯახი მთელი ქვეყნის მასშტაბით ახალაშენებულ კორპუსებსა და რეაბილიტირებულ შენობებში გადაიყვანეს.

2016 წელს სამინისტროს დაგეგმილი აქვს იძულებით გადაადგილებულ პირთა ორგანიზებულად განსახლების ყველა ობიექტის შესწავლა, რომელიც ჯერ არ არის გადაცემული დევნილთათვის საკუთრებაში.

სახალხო დამცველის მესამე რეკომენდაცია ეხებოდა კერძომესაკუთრეთასაკუთრებისუფლებისდაცვისმიზნით, კერძოსაკუთრებაში არსებულობიექტებშიმცხოვრებდევნილთაუმოკლესვადაშიალტერნატიულისაცხოვრებელიფართისგამოყოფას.

გიგა გიორგაძემ აღნიშნა, რომ კანონმდებლობით, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფამდე, დევნილს არ ასახლებენ მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართიდან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დევნილი თანახმაა დაკავებული ფართის სანაცვლოდ, ფულადი ან სხვა სახის დახმარება მიიღოს ან გამოეყოფა ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი.

კერძო მესაკუთრეთა საკუთრების უფლების დაცვისა და დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, სამინისტრომ 2013–2015 წლებში ქვეყნის მასშტაბით, 906 დევნილი ოჯახისათვის 23 ყოფილი კომპაქტური განსახლების ობიექტი შეისყიდა.

ასევე ისაუბრა კერძო მესაკუთრისა და სამინისტროს ერთობლივი დაფინანსებით თბილისში ალ. ყაზბეგის 24-ში და ილ. ჭავჭავაძის გამზ. N49„ბ“-ში მცხოვრები 22 დევნილი ოჯახისათვის ალტერნატიული საცხოვრებელის შესყიდვაზე თბილისში, ახალაშენებულ კორპუსებში.

გარდა აღნიშნულისა, კერძო მესაკუთრეთა საკუთრების უფლების დაცვის მიზნით, კერძო მესაკუთრის მომართვის საფუძველზე, 2013–2014 წლებში სამინისტრომ დროებით განასახლა და ქირით უზრუნველყო 123 დევნილი ოჯახი.

სახალხო დამცველმა დადებითად შეაფასა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ რეკომენდაციების შესრულება. მაგრამ უმჯობესია, დევნილებს, მათ შორის თბილისში ჩანტლაძის ქუჩა მცხოვრებ დევნილებს, მოკლევადიანი განსახლების პროგრამაში ჩართვა შესთავაზოს, რაც ქირით უზრუნველყოფას გულისხმობს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მნიშვნელოვანია, იმ ობიექტებს რომელთაც ექსპერტიზა 2013-2014 წლებში ჩაუტარდა და არ დადგინდა ნგრევადობა, განმეორებითი ექსპერტიზა ჩაუტარდეს, ვინაიდან შესაძლებელია მდგომარეობა დამძიმებული იყოს, რასაც სახალხო დამცველის წარმომადგენელთა მიერ ჩატარებული მონიტორინგები ცხადყოფს.


15.02.16
სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)