საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - 26 მაისი
26 მაისი ქვეყნის თავისუფლების სიმბოლოა. 1918 წლის 26 მაისს საქართველომ დამოუკიდებლობის გზით სიარული აირჩია. სახალხო დამცველი გულითადად ულოცავს ამ ღირსშესანიშნავ თარიღს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომელთაც თავისი წვლილი შეაქვთ დამოუკიდებელი, დემოკრატიული, მაღალგანვითარებული, ძალადობისაგან თავისუფალი საზოგადოების მშენებლობის საქმეში.
სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ჩვენი სუვერენული სახელმწიფო შესძლებს თავისი საზღვრების მტკიცედ დაცვას და ამ საზღვრებს შიგნით ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვას, სტიგმასაგან თავისუფალი, ტოლერანტული გარემოს ჩამოყალიბებას.