ახალი ამბები

სამუშაო შეხვედრა კონფლიქტებით დაზარალებულ რეგიონებში ქალთა და ბავშვთა უფლებების შესახებ

2016 წლის 21 დეკემბერს სახალხო დამცველმა სამუშაო შეხვედრა გამართა სამოქალაქო საზოგადოებისა და სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებთან კონფლიქტებით დაზარალებულ რეგიონებში ქალთა და ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ. შეხვედრაზე მხარეებმა ინფორმაცია გაცვალეს და რეკომენდაციები შეაჯერეს.

სახალხო დამცველის აპარატმა თემის შესახებ სპეციალური ანგარიშის სამუშაო ვერსია წარადგინა, რომელშიც ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციებია მოყვანილი. ანგარიშში ასახული პრობლემები ეხება ოჯახში ძალადობას, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის დაბალ დონეს, ბავშვთა სიღარიბეს, უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობის უფლების დარღვევას, განათლების უფლების შეზღუდვას, ადამიანის უფლებების დაცვის პოლიტიკის არათანმიმდევრულობას, ან სულაც არ არსებობას.

შეხვედრაზე გამოკვეთილი ყურადსაღები საკითხები, არსებული გამოწვევები და რჩევები აისახება ანგარიშში, რომელიც იანვრის ბოლოს გამოქვეყნდება.

21.12.16
სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)