სამუშაო შეხვედრა ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის ეფექტური იმპლემენტაციის შესახებ
2015 წლის 22-23 ივნისს ევროკომისიის ტექნიკური დახმარებისა და გაცვლის ინსტრუმენტის (TAIEX) დახმარებით საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა გამართა სამუშაო შეხვედრა საქართველოში ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის ეფექტური იმპლემენტაციის შესახებ. სამუშაო შეხვედრის მიზანს დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ევრიკავშირის კანონმდებლობის შესწავლა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ანტიდიკსრიმინაციული კანონმდებლობის იმპლემენტაციის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება წარმოადგენდა.
ღონისძიებაზე განიხილეს საქართველოს სახალხო დამცველის, როგორც თანასწორობის მექანიზმის საქმიანობა და „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონში არსებული ხარვეზები, პირდაპირი და არაპირდაპირი დისკრიმინაცია, განსხვავება დისკრიმინაციასა და შევიწროებას, ასევე დისკრიმინაციასა და სიძულვილის ენას შორის, დისკრიმინაციის აკრძალვასთან დაკავშირებით სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებები, საგანმანათლებლო ინსტიტუტებში რელიგიური ნეიტრალიტეტი (მათ შორის მასწავლებლების ვალდებულებები, სკოლაში ეთიკის ნორმები, პროზელიტიზმი, ინდოქტრინაცია).
შეხვედრას უძღვებოდნენ საერთაშორისო ექსპერტები: ნიდერლანდების ადამიანის უფლებათა ინსტიტუტის წარმომადგენელი შილა ვან დერ ბასი, საბერძნეთის ომბუდსმენის ინსტიტუტის უფროსი გამომძიებელი მარია კარაგეორგუ და ტურინის უნივერსიტეტის ტრენინგების უფროსი სპეციალისტი ივანა როანა.
სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები, სასამართლო ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.