სამუშაო შეხვედრა ფემიციდის შემთხვევების მონიტორინგისა და აღრიცხვის შესახებ
2023 წლის 3 ოქტომბერს, გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერით, ფემიციდის შემთხვევების მონიტორინგისა და აღრიცხვის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის, საქართველოს პროკურატურის და საქართველოს უზენაესი სასამართლოს წარმომადგენლების ერთობლივი სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში ფემიციდის მონიტორინგის მეთოდოლოგიები და პრაქტიკაში არსებული გამოწვევები განიხილეს. სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა მონაწილეებს ქალების და გოგოების გენდერული მკვლელობის (ფემიციდი/ფემინიციდი) შემთხვევების სტატისტიკის წარმოების გაეროს 2022 წლის მეთოდოლოგიური ჩარჩო გააცნეს.
შეხვედრაზე ქალებისა და გოგოების გენდერული მკვლელობების სტატისტიკის წარმოების სირთულეებზე იმსჯელეს და სტატისტიკის შეგროვებისა და ანალიზის ერთიანი მეთოდოლოგიის დანერგვის მიზნით სამომავლო საქმიანობები დაგეგმეს, რომელიც ყველა შესაბამისი უწყების მონაწილეობით განხორციელდება.