სახალხო დამცველთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს სხდომა
2025 წლის 24-25 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს მე-40 სხდომა გაიმართა.
სხდომის გახსნისას სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებისა მნიშვნელობაზე და მათ შორის, საბჭოს დებულებაში შესატან ცვლილებებზე ისაუბრა.
სხდომაზე წარმოდგენილ იქნა ინფორმაცია შშმ პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის ფარგლებში გასულ პერიოდში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ. საბჭოს წევრებმა ისაუბრეს შშმ პირთა მიზნობრივი სერვისების ნაკლებობაზე და არსებული სერვისების ხარისხთან დაკავშირებულ გამოწვევებზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შშმ პირთა პერსონალური ასისტენტის სერვისის ამოქმედების პროცესზე და თანმდევ სირთულეებზე. ასევე მისაწვდომობის, როგორც კონვენციის მთავარი პრინციპისა და უფლების განხორციელების მნიშვნელობასა და მონიტორინგის აუცილებლობაზე.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში განიხილეს სახალხო დამცველთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს დებულებაში დაგეგმილი ცვლილებები. ცვლილებების პროექტი დებულების კონვენციის პრინციპებთან მეტად დაახლოების მიზნით მომზადდა და მოსაზრებებისთვის საბჭოს მოწვეულ წევრებს მიეწოდა.
სხდომის ფარგლებში გამართული დისკუსიის დროს, ცალკეულ მუხლებში შესატან ცვლილებებზე მოისმინეს საბჭოს მოწვეულ წევრთა პოზიციები. სამუშაო შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ გამოთქმული მოსაზრებები ცვლილებების ნაწილში აისახება და საბჭოს მორიგ სხდომაზე მოხდება განხილვა.
ღონისძიება ევროკავშირის პროექტის - „სახალხო დამცველის აპარატის მხარდაჭერა“ დაფინანსებით გაიმართა.