სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს სამუშაო შეხვედრა
2019 წლის 27 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრაზე რელიგიის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე იურისტებმა, ექსპერტებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური დაწესებულებების წარმომადგენლებმა რელიგიის თავისუფლებასთან და რელიგიური ორგანიზაციების თანასწორუფლებიანობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
შეხვედრა სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ორგანიზებით და საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ (PITA) ფარგლებში, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით გაიმართა.