ახალი ამბები

სახალხო დამცველმა წყნეთის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დღის ცენტრი მოინახულა

2025 წლის 25 დეკემბერს სახალხო დამცველმა წყნეთში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღის ცენტრი „განვითარების სივრცე“ მოინახულა. ადგილზე დაათვალიერა ინფრასტრუქტურა, შეხვდა და ესაუბრა დღის ცენტრის ბენეფიციარებს, ასევე ცენტრის ხელმძღვანელს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კანონიერ წარმომადგენლებს. სახალხო დამცველი დაინტერესდა ცენტრში არსებული თერაპიული პრაქტიკით და სწავლების მეთოდით, ისაუბრეს ცენტრის წინაშე მდგარ საჭიროებებსა და გამოწვევებზე.

ვიზიტის ფარგლებში სახალხო დამცველი ბენეფიციარების მონაწილეობით გამართულ აქტივობას დაესწრო.

წყნეთის დღის ცენტრი, რომელიც უკვე ორი წელია ფუნქციონირებს, 25 ბენეფიციარზეა გათვლილი.

სახალხო დამცველი კვლავ გააგრძელებს შშმ პირთა სერვისების, მათ შორის, დღის ცენტრების მონიტორინგს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)