სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა
2017წლის 15 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა კონსტიტუციური სარჩელით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს.
სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 3781და 3782მუხლები არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტსა და მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს.
სადავო მუხლები აწესებს სასჯელს დროებითი მოთავსების იზოლატორსა თუ პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირისათვის აკრძალული საგნის გადაცემის (3781), აგრეთვე აკრძალული საგნის შეძენის, შენახვის, ტარების, მოხმარების ან/და ამ საგნით სარგებლობისთვის (3782). აღსანიშნავია, რომ აკრძალული ნივთების სია დადგენილია მინისტრის ბრძანებით.
ნებისმიერი დანაშაული და სასჯელი მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული სისხლის სამართლის კოდექსით. ამასთანავე, სისხლისსამართლებრივი ნორმა უნდა იყოს მკაფიო და განჭვრეტადი, ხოლო პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა გამომდინარეობდეს მაღალი საკანონმდებლო ლეგიტიმაციის მქონე აქტიდან - კანონიდან და არა კონკრეტული მინისტრების მიერ გამოცემული ბრძანებებიდან, რომლებიც ნებისმიერ დროს მინისტრის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით შეიძლება შეიცვალოს. შესაბამისად, დროებითი მოთავსების იზოლატორსა თუ პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებული პირებისთვის აკრძალული ნივთების ფლობისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ უნდა გამომდინარეობდეს მინისტრის ბრძანებიდან.
ამავდროულად, სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორსა თუ პენიტენციურ დაწესებულებაში სამოქალაქო ბრუნვაში არსებული ნივთების ფლობა (მაგალითად, ბანქო, შაქარი, საფუარი) არ შეიძლება იწვევდეს პირის თავისუფლების აღკვეთას. ეს სასჯელი მკვეთრად შეუსაბამოა საქართველოს კონსტიტუციასთან, სასჯელის არაპროპორცულობის გამო.