სახალხო დამცველმა რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულება მოინახულა
2023 წლის 14 მარტს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი რუსთავის N6 (პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის) პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა.
სახალხო დამცველი დეტალურად გაეცნო დაწესებულების საცხოვრებელ პირობებს და ინფრასტრუქტურას; მათ შორის, პატიმართა განთავსების საკნებში, დეესკალაციის ოთახებში, საერთო სარგებლობის საშხაპეებში, სასეირნო ეზოებსა თუ ხანგრძლივი პაემნების სივრცეებში არსებულ მდგომარეობას. გაესაუბრა პატიმრებს და მოისმინა მათი პრობლემები. ასევე, შეხვდა დაწესებულების დირექტორსა და ადმინისტრაციას.