სახალხო დამცველმა ქუთაისის მოქალაქეებს გვირილობის დღესასწაული მიულოცა
2023 წლის 2 მაისს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ქუთაისში ჩავიდა, მონაწილეობა მიიღო საზეიმო ღონისძიებებში და ქალაქის მაცხოვრებლებს გვირილობის დღესასწაული მიულოცა.
„ჩამოვედი, რომ პირადად მივულოცო ქუთაისის მოქალაქეებს ეს დღე. მიუხედევად იმისა, რომ თბილისში დავიბადე და გავიზარდე, ძალიან მიყვარს ეს ქალაქი და ბევრი რამ მაკავშირებს მასთან“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.