სახალხო დამცველმა იუსტიციის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
2023 წლის 5 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა მონაწილეობა მიიღო იუსტიციის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაში, რომელზეც საკუთრების უფლების დაცვის თვალსაზრისით სამინისტროში მიმდინარე რეფორმები, მიწის სისტემური რეგისტრაციის, მოქალაქეთა დამისამართებისა და ბიზნესსუბიექტების ხელახალი რეგისტრაციის რეფორმების შედეგები განიხილეს.
ისაუბრეს ასევე იუსტიციის სამინისტროში დასაქმებულთა შრომით უფლებებზე და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინსტიტუციურ შესაძლებლობებზე გენდერული ბალანსისა და შშმ პირთა უფლებების დაცვის მიმართულებებით.