ახალი ამბები

სახალხო დამცველმა ეუთოს დელეგაციის წევრებთან რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების უფლებრივი მდგომარეობა განიხილა

2022 წლის 12 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარია შემწყნარებლობისა და დისკრიმინაციასთან ბრძოლის საკითხებში ეუთოს ხელმძღვანელობის პირად წარმომადგენლებსა და დელეგაციის სხვა წევრებს შეხვდა.

შეხვედრაზე სახალხო დამცველმა საქართველოში უმცირესობებისრელიგიური და ეთნიკური ჯგუფების უფლებრივი მდგომარეობა და ამ მხრივ სახალხო დამცველისა და ქვეყანაში მოქმედი ინსტიტუტების მუშაობის ეფექტიანობა მიმოიხილა; აპარატის ხედვები და რეკომენდაციები წარმოადგინა. შეხვედრაზე ისაუბრეს ბოლო წლებში რელიგიური და ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტებზე, მათი გამოვლენის სირთულეებსა და პრობლემების გადაჭრის გზებზე.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ასევე სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის თანამშრომლებმა - ბექა მინდიაშვილმა და იზაბელა ოსიპოვამ და თანასწორობის დეპარტამენტის უფროსმა ქეთი შუბაშვილმა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)