სახალხო დამცველმა დაბა ქსნის N10 პენიტენციური დაწესებულება მოინახულა
2024 წლის 29 მაისს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი დაბა ქსნის N10 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა.
სახალხო დამცველი გაეცნო პენიტენციური დაწესებულების ინფრასტრუქტურას, პატიმართა საცხოვრებელ პირობებს; გაესაუბრა პატიმრებსა და დაწესებულების ადმინისტრაციას; დაათვალიერა სასეირნო სივრცეები, სამედიცინო ნაწილი, დეესკალაციის ოთახები და სამარტოო საკნები, ბიბლიოთეკა, სამზარეულო და ციხის მაღაზია.
სახალხო დამცველმა ასევე მოინახულა N10 დაწესებულების ტერიტორიაზე გაშენებული ლოკოკინების ფერმა და მარწყვის მეურნეობა, გაესაუბრა იქ დასაქმებულ პატიმრებს.
სახალხო დამცველი და მისი აპარატი გააგრძელებენ პატიმართა უფლებების დაცვის მდგომარეობის ზედამხედველობას.